დამარინადებული თევზი
დამარინადებული თევზი
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თინუსი ან ორაგული - 4 ნაჭერი
  • სოიოს სოუსი - 1/2 ჭ
  • ლიმონის წვენი - 1/2 ჭ
  • სიმინდის ფქვილი - 4 ს.კ.
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
თევზის ნაჭრები ჩავაწყოთ ჭურჭელში, დავასხათ ერთმანეთში არეული ლიმონის წვენი და სოიის სოუსი და 5-6 საათით მაცივარში შევდგათ.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. თევზის ნაჭრები ამოვავლოთ სიმინდის ფქვილში, მოვაყაროთ ცოტა მარილი (სოიის სოუსი მლაშეა და ბევრი არ დასჭირდება) და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.

რჩევა

სოიის სოუსი ტრადიციული ჩინური სანელებელია, რომელიც კერძს სასიამოვნო არომატს სძენს. მისი შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებში.