ქათმის ფილე ფენოვან ცომში – გემრიელი და ნოყიერი ღვეზელები
ქათმის ფილე ფენოვან ცომში – გემრიელი და ნოყიერი ღვეზელები
დრო 35წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
პომიდვრისა და ყველის შეხამება ღვეზელებს საოცრად ნაზ და დახვეწილ გემოს ანიჭებს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 4 ცალი
  • მზა ფენოვანი ცომი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • მარილიანი ყველი - 100 გ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
  • პილპილი - გემოვნებით
  • ოხრახუში და კამა - თითო კონა
  • ზეთი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ოდნავ დაბეგვეთ ხორცი, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოაყარეთ სანელებლები (მარილი, პილპილი, სხვა სუნელები სურვილისამებრ).
მოხრაკეთ ხორცი ზეთში.
პომიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით.
დაჭერით მწვანილი, ყველი პატარა კუბიკებად.
ცომის ფირფიტა გააბრტყელეთ და დაჭერით ოთხკუთხედებად.
კვადრატის შუაში მოათAვსეთ ხორცი, ზემოდან პომიდორი, მწვანილი და ყველის ნაჭერი.
შეაერთეთ ცომის კუთხეები და მოათავსეთ ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტი გექნებათ დაფენილი. კონვერტებს ზემოდან მოუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
აცხვეთ 190 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.