მომზადების წესი: გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და თაფლი. დაუმატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი.დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. უნდა მიიღოთ ნაზი ცომი.ააბრტყელეთ ცომი მთელ ჟარონაზე და შედგით 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8 წუთით. ამ ხნის განმავლობაში ბისკვიტი დაუბრაწება.თუ მეტი მოგივიდათ, ის ძალიან გამოშრება.ვამზადებთ კრემს: ხელის ზამბარით ათქვიფეთ მოხარშული შედედებული რძე, ფორთოხლის წვენი და არაჟანი.უნდა მიიღოთ სქელი კრემის კონსისტენცია, ამიტომაც არეგულირეთ სისქე ფორთოხლის წვენითა და არაჟნით. მიიღებთ დაახლოებით 500 მლ კრემს.გამომცხვარ ბისკვიტი გაჭერით ორად, მოაჭერით უსწორმასწორო კიდეები და შეინახეთ, მოსაყრელად გამოგადგებათ.ერთ ფენა ბისკვიტს წაუსვით კრემი და დააფარეთ მეორე ფენა. კვლავ წაუსვით კრემი და ზემოდან მოაყარეთ ბისკვიტის დაფხვნილი კიდეები. შედგით რამდენიმე საათით მაცივარში, რათა კრემი ბისკვიტს კარგად გაუჯდეს.