გოგრის მომზადების საუკეთესო მეთოდი: არომატული ამერიკული ღვეზელი
გოგრის მომზადების საუკეთესო მეთოდი: არომატული ამერიკული ღვეზელი
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ასე მომზადებულ გოგრას ისიც კი შეჭამს, ვისაც ის არ უყვარს. გამოდის ღვთაებრივი ღვეზელი, რომელიც პირში ფაქტობრივად დნება.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 400 გ
  • კარაქი - 250 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • გოგრა - 900 გ
  • შაქარი - 200 გ
  • ნაღები 20-33% - 200 მლ
  • ვანილი
  • დარიჩინი
  • მარილი - დანის წვერით
მომზადების წესები
მომზადების წესი:
აიღეთ საშუალო ზომის ჯამი. ჩაყარეთ მასში ფქვილი და მარილი.
დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ასრისეთ ხელით ფქვილში. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი.
დააგუნდავეთ და შეფუთეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
გაასუფთავეთ გოგრა, ამოაცალეთ გულები. დაჭერით რბილობი პატარა კუბიკებად.
მოხარშეთ გოგრა ცოტაოდენ წყალში. სითხე მთლიანად უნდა შეიწოვოს.
შემდეგ დააბლენდერეთ რბილობი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და გააბრტყელეთ. გადაიტანეთ დაბალ, მრგვალ ფორმაში. ჩაჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით და გამოაცხეთ 190 გრადუსზე 12 წუთის განმავლობაში.
სანამ ბისკვიტი ცხვება, გოგრის პიურეს შეათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ნაღები, ვანილი, დარიჩინი და მარილი.
მიღებული მასა ჩაასხით გამომცხვარ ბისკვიტში და შედგით კვლავ ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთი.
შემდეგ გააგრილეთ დესერდი, დაჭერით და გაუმასპინძლდით ახლობლებს. ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ ღვეზელი ნიგვზით ან შაქრის პუდრით.

ტეგები:
ღვეზელი გოგრა ნანახია: 23325