დრო
30წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ქათამი ბრინჯით – ეს ალბათ ყველაზე მარტივი რეცეპტია
ინგრედიენტები
- ხახვი - 2 თავი
- დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა
- ბრინჯი - 2 ჭიქა
- ქათმის ბარკლები - ან სხვა ნაჭრები
- ზეთი - ხახვის მოსახრაკად
- მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:
თავდაპირველად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ზეთში, გადაიტანეთ ღუმელის "ჟარონაზე".
შემდეგ დაკონსერვებულ სიმინდს გადაავლეთ მდუღარე და მოაყარეთ ზემოდან ხახვს.
შემდეგ მოდის ბრინჯის ფენა.
ბრინჯს მოაყარეთ მარილი და პილპილი.
დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი.
ქათმის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაალაგეთ ბრინჯის ზემოდან.
გადააფარეთ "ჟარონას" ფოლგა და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.