თევზი ძეხვითა და ბოსტნეულით
თევზი ძეხვითა და ბოსტნეულით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მშრალი ღვინო - 1 ჭ
  • სტაფილო - 2
  • კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი - 3
  • ნიახური - 2 ძირი
  • კარტოფილი - 2-3
  • ნებისმიერი თევზის ფილე - 250 გ
  • შებოლილი ძეხვი - 150 გ
  • მარილი და წიწაკა
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
ნიახური გავრეცხოთ და მსხვილად დავჭრათ.

კარტოფილი დავჭრათ თხელ, მრგვალ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ბოლოს მოვაყაროთ მარილი.

კარტოფილი მოვათავსოთ ტაფაში, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ძეხვი, ნიახური და გახეხილი სტაფილო. მოვაყაროთ ცოტა მარილი.

ინგრედიენტებს დავასხათ დაჭყლეტილი პამიდორი და დავდგათ ცეცხლზე. ვშუშოთ, სანამ სტაფილო არ დარბილდება.

მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში (შეგვიძლია ამავე ტაფით შევდგათ ღუმელში), მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ბოსტნეულს ზემოდან მოვაწყოთ 3X3 სმ-ის თევზის ფილეს ნაჭრები, მოვაყაროთ წიწაკა და მარილი. კერძი შევდგათ ღუმელში 20 წუთით.


ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოვიყენოთ როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო, მთავარია, რომ ის იყოს მშრალი.

ტეგები:
თევზი ბოსტნეული ღვინო ძეხვი ნანახია: 7743