მოხარშული ქათმის ძეხვი ჭიქაში: ჯანმრთელი პროდუქტი მთელი ოჯახისთვის
მოხარშული ქათმის ძეხვი ჭიქაში: ჯანმრთელი პროდუქტი მთელი ოჯახისთვის
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ასეთი დიეტური ძეხვი შეგიძლიათ არა მხოლოდ თავად მიირთვათ, არამედ ბავშვებსაც თამამად მისცეთ. ის ქათმის ფილეზე მზადდება.

დაგჭირდებათ ბლენდერი და კერემიკული ჭიქები.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 500 გ
  • რძე - 400 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 2 ს/კ
  • ნიორი - 6 კბილი
  • მარილი - 2 ჩ/კ
  • შაქარი - 1/2 ჩ/კ
  • შავი პილპილი - 1/3 ჩ/კ
  • ქინძის თესლი - 1/3 ჩ/კ
  • ილი - 1/3 ჩ/კ
  • მუსკატის კაკალი - 1/3 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. დაჭერით ფილე პატარა ნაჭრებად და დააბლენდერეთ პასტის კონსისტენციამდე.

2. ნელ-ნელა ჩაუმატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა.

3. ჩაუმატეთ სანელებლები, მარილი, შაქარი, კარტოფილის ფქვილი. ჩაახალეთ კვერცხი და დაჭრილი ნიორი. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ. მიიღებთ ერთგვაროვან თეთრ მასას.

4. წაუსვით ჭიქებს კარაქი და ამოავსეთ 4/5 –ით ფარშით. შემოახვიეთ ჭიქებს საკვების შესაფუთი ცელოფანი.

5. დიდი ქვაბი გაავსეთ წ ყლით. ფსკერზე ჩააფინეთ ტილო. ოდნავ გაცხელებულ წყალში ჩადგით ფარშით სავსე ფინჯნები. მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ 40 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე.

6. როცა ჭიქები გაგრილდება, გადმოიღეთ ძეხვი.

ამ ძეხვის მომზადებისას თავისუფლად შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება. მასაში შეგიძლიათ დაუმატოთ ყველი, მწვანილი, ზეთისხილი, სოკო.

მომზადებული ძეხვი მირთმევამდე შეგიძლიათ შეწვათ კიდეც. ძალიან გემრიელია

ტეგები:
ძეხვი ქათმის ფილე ნანახია: 19944