ქილებში დამარილებული ქაშაყი ჰოლანდიურად – არა მარტო თევზის მოყვარულებისთვის
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ასე გამოყვანილი ქაშაყი მათაც კი მოეწონებათ, ვისაც თევზი საერთოდ არ უყვარს. 
ასე ამზადებენ თევზს ნიდერლანდებში და საოცრად გემრიელი გამოდის.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე დამარილებულ თევზს შაქარსაც ვუმატებთ. ის განსაკუთრებულად ნაზს ხდის პროდუქტს.

ინგრედიენტები

  • ქაშაყი - 2 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • შაქარი - 6 ჩ/კ
  • მარილი - 6 ჩ/კ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი - 10 ცალი
  • შავი პილპილის მარცვალი - 10 ცალი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

თავდაპირველად მოამზადეთ ორი 500 მლ-იანი ქილა. კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, სტაფილო და ლიმონი წრეებად.
ახლა დაამუშავეთ თევზი. მოაჭერით თავი და ფარფლები, ჩაჭერით მუცელზე და გამოშიგნეთ.
გააცალეთ კანი და ხერხემალი. მოაჭერით კუდი და დაჭერით ფილე.
ახლა იწყება ყველაზე საინტერესო: ინგრედიენტების ქილაში განლაგება. ფსკერზე ჩააწყვეთ ლიმონი, სტაფილო, ჩააგდეთ რამდენიმე მარცვალი პილპილი, დაფნის ფოთოლი.
ზემოდან დააწყვეთ თევზი, დაუმატეთ 0,5 ჩ/კ შაქარი და მწიკვი მარილი.
გააგრძელეთ ამ წესით განლაგება იქამდე, სანამ ქილა არ გაივსება. ბოლო ფენა უნდა იყოს სტაფილოსი და ლიმონის.
მჭიდროდ დაახურეთ ქილას და შედგით 3 დღით მაცივარში. დღეში ორჯერ გადაუბრუნ-გადმოაბრუნეთ ქილა.
სუფრასთან მიტანის წინ თევზს შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი მარილი. 

ტეგები:
თევზი ქაშაყი ნანახია: 4243