მომზადების წესი:გარეცხეთ ვაშლი და გაფცქვენით. დაჭერით პატარა ნაჭრებად.მზა ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხებად. გაახვიეთ თითოეულ სამკუთხედში ვაშლის ნაჭერი.ღრმა გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააწყეთ მასზე ცომში გახვეული ვაშლები.გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ვანილი.დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.როცა მასა ერგვაროვანი გახდება, მოასხით კრუასანებს. ზემოდან კი სპრაიტი (ან სხვა ტკბილი გაზიანი სასმელი) მოასხით, რათა მინანქარი არ ჩამოირეცხოს. სიროფი დაახლოებით ნახევრამდე უნდა ფარავდეს კრუასანებს.შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ იქამდე, სანამ კრუასანები ოქროსფრად არ დაიბრაწება. დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ ცხელ-ცხელი ნაყინთან ერთად.