საოცრად ნაზი ნაღების ყველი "ფილადელფია" სახლის პირობებში!
საოცრად ნაზი ნაღების ყველი "ფილადელფია" სახლის პირობებში!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ჰაეროვანი ყველი "ფილადელფია" გარდა იმისა, რომ ბევრ კერძში გამოიყენება, ისედაც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. თუმცა, ის მარკეტებში საკმაოდ ძვირი ღირს.

ამიტომაც გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მარტივად და იაფად შეძლებთ თავად მოამზადოთ შინ ეს დელიკატური ყველი.

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ლ
  • კეფირი - 0,5 ლ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • ლიმონმჟავა - დანის წვერით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ჩაასხით რძე ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ. ჩუმატეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღებისთანავე ჩაასხით რძეში კეფირი და შეუჩერებლად ურიეთ, სანამ მასა არ აიჭრება.
გადაიტანე მასა მარლაზე, შეუკარით თავი და ჩამოიკდეთ ნიღარაზე 15 წუთი, რათა შრატი ჩამოვიდეს.
ახლა ათქვიფეთ კვერცხი და ლიმონის მჟავა, დაუმატეთ გაწურული ხაშო და კვლავ ათქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ყველი მზად არის!

ტეგები:
ყველი ნანახია: 4364