შოკოლადის მაფინები მოხარშული კრემით
შოკოლადის მაფინები მოხარშული კრემით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
მაფინი – დესერტის ყველაზე მარტივი სახობაა. ბავშვიც კი შეძლებს მის მომზადებას. ამიტომაც ყოველ დიასახლისს უნდა ჰქონდეს არსენალში მაფინის კარგი რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 300 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • კარაქი - 150 გ
  • რძე - 370 მლ
  • შაქარი - 160 გ
  • შაქრის პუდრა - 20 გ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
  • კაკაო - 2 ს/კ
  • მარილი - დანის წვერით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. თავდაპირველად მოამზადეთ კრემი. ამისათვის კარგად ათქვიფეთ კვერცხი გულები და შაქრის პუდრა. მიღებულ მასაში წვრილი ნაკადით ჩაუმატეთ 200 მლ რძე და ჩაყარეთ 2 ს/კ ფქვილი.

2. ხარშეთ კრემი დაბალ ცეცხლზე 5-8 წუთი, გასქელებამდე.

3. ახლა ბისკვიტის დროც მოვიდა. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხი. შემდეგ რძე და კარგად ათქვიფეთ.

4. ცალკე ჯამში ფქვილს შეურიეთ მარილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კაკაო. მიღებული მასა შეურიეთ კვერცხისა და რძის მასას.

5. მაფინების ფორმები მესამედით გაავსეთ შოკოლადის ცომით. დაადეთ თითოეულს ნახევარი ჩაის კოვზი კრემი და დაფარეთ შოკოლადის ცომით.

6. აცხვეთ მაფინები 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.

ტეგები:
მაფინი მოხარშული კრემი ნანახია: 5075