ფქვილი დავყაროთ დაფაზე, გავუკეთოთ ჩაღრმავება, შიგ ჩავახალოთ კვერცხის გულები, დავაყაროთ შაქარი, დაფქული ნიგოზი, ვანილი, მოვასხათ ლიმონის წვენი და გარშემო შემოვუწყოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი. ეს მასა დანით კარგად ავკეპოთ და მოვზილოთ ცომი. თუ სითხე დაგვაკლდა და ცომი ვერ შეიკრა, დავუმატოთ ლიმონის წვენი ან ცოტა წყალი, შემდეგ შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათით. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ 4 სმ დიამეტრის რგოლები, მცირე დიამეტრის ჭიქით თითოეულ რგოლს შუაშიც ამოვუღოთ გული და მოვათავსოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე. ვაცხოთ დაახლოებით 12-15 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარს ცხელსვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა. რჩევაცომში შეგვიძლია დავუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ხოლო ნიგოზი კი ნუშით ან თხილით ჩავანაცვლოთ.რუბრიკა - დესერტი