მომზადების წესი:მოხარშეთ ხორცისგან ბულიონი. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები. დაჭერით მოხარშული ხორცი, ასევე ლორი, ძეხვი, სოსისი და ზეთისხილი. წვრილად დაჭერით მჟავე კიტრი, ხახვი და ოხრახუში და მოხრაკეთ ყველაფერი ტომატპასტაში 10 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ სოსისი, ხორცი, ძეხვი, ლორი, ზეთისხილი, კვლავ ხრაკეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ დაასხით ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე.