ბანანისა და კარამელის მრავალშრიანი დესერტი კრემით
ბანანისა და კარამელის მრავალშრიანი დესერტი კრემით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
საოცარი დესერტი, რომლის გემოც არავის დაავიწყდება.

ინგრედიენტები

  • ბანანი - 2 ცალი
  • კარამელის სოუსი
  • ათქვეფილი ნაღები
  • კრემისთვის:
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • სახამებელი - 1/4 ჭიქა
  • მარილი - დანის წვერით
  • რძე - 3 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კარაქი - 2 ს/კ
  • ვანილი
  • ბისკვიტისთვის:
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 10 ცალი
  • კარაქი - 70 გ
  • შაქარი - 1 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კრემი:


ჯამში ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით. შაქარი, სახამებელი და მარილი ერთმანეთში შეურიეთ ქვაბში. თანდათანობით ჩაასხით რძე, დადგით ქურაზე და თან ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ ერთი წუთი ადუღეთ.

დაუმატეთ ამ მასის 2 კოვზი კვერცხს და სწრაფად ურიეთ, რათა კვერცხი არ შეიკრას. შემდეგ ჩაუშვით ათქვეფილი (მომზადებული) კვერცხი რძიან ქვაბში. დადგით დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით ერთი წუთი ადუღეთ, თან ურიეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კარაქი და ვანილი. გააგრილეთ. როცა კრემი კარგად გაცივდება, გადააკარით საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში.

ორცხობილა დაბეგვეთ, შემდეგ ჩაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა ჯამში, დაუმატეთ შაქარი და გამდნარი კარაქი.

გადაიტანეთ მიღებული ბისკვიტი გამოსაცხობ ფორმაზე, გაასწორეთ და შედგით 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით. შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.

გამომცხვარი ფხვიერი ბისკვიტის 2 სუფრის კოვზი ჩადეთ გამჭვირვალე ჭიქაში და ჩაპრისეთ, რათა მკვრივი და თანაბარი ფენა გამოვიდეს.

დაადეთ გაციებული კრემი.

ზემოდან დაადეთ რამდენიმე ნაჭერი ბანანი.

ბანანი დაფარეთ ათქვეფილი ნაღები, შემდეგ მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი და მოასხით კარამელი.

გაიმეორეთ კიდევ კრემი-ბანანი-ათქვეფილი ნაღები-ბისკვიტი და კარამელი.

შეგიძლიათ მაშინვე მიიტანოთ სუფრასთან ან შედგათ მაცივარში.