მომზადების წესი: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად იქამდე, სანამ მასაში არ მოიმატებს. ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი შეურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ დამტვრეული თხილი და ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხისა და შაქრის მასას. ტორტის ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში ცომი. აცხვეთ 175 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. ახლა გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. შეურიეთ შოკოლადი წინასწარ ერთად ათქვეფილ კარაქსა და ნუთელას და კვლავ კარგად ათქვიფეთ. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე 2-3 ფენად. დაფხვენით ვაფლი. თითოეულ ფენას წაუსვით შოკოლადის კრემი და მოაყარეთ დაფხვნილი ვაფლი. დარჩენილი კრემით მთლიანად დაფარეთ ტორტი გარედან, მოაყარეთ ვაფლი და თხილი, თუკი დაგრჩათ. Ferrero Rocher-ს თითოეული კანფეტი გაჭერით შუაზე და შემოულაგეთ ტორტს ირგვლივ. ტორტი ჯერ კარგად გააცივეთ მაცივარში, ხოლო სუფრასთან მიტანამდე, ცოტა ხანს გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რათა კრემი ცოტათი დარბილდეს.