რაშია უგემრიელესი ლაბას, "ხალადეცის" მომზადების საიდუმლო? საუკეთესო რეცეპტი!
რაშია უგემრიელესი ლაბას, "ხალადეცის" მომზადების საიდუმლო? საუკეთესო რეცეპტი!
დრო 4წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ახალი წელი ბევრ ოჯახში ამ საყვარელი კერძის გარეშე ვერ ჩაივლის. სწორად მომზადებილი ტრადიციული "ხალადეცი" უგემრიელესია და ამასთან ძალიან სასარგებლოც! განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აწუხებს ძვალ-სახსროვანი დაავადებები, აქვს კანისა და მხედველობის პრობლემები.

მაშ, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი "ხალადეცი"?

ინგრედიენტები

  • ღორის ფეხები - (ჩლიქებიანად) 2 ცალი
  • ღორის წვივი - 1 ცალი
  • საქონლის რბილი ხორცი - 1 კგ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • დიდი ხახვი - 1 ცალი
  • ოხრახუში - 1 დიდი კონა
  • ნიორი - 1 თავი
  • მარილი
  • შავი პილპილის მარცვალი
  • დაფნის ფოთოლი - 4-5 ცალი
  • კვერცხი - 3 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მთელ ხორც დაასხი წყალი და დაალბე 2-3 საათით. აჯობებს დატოვოთ წყალში მთელი ღამით. არ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი, რადგან დალბობისას ხორცი გათავისუფლდება სისხლის კოლტებისგან და დარბილდება კანი. ამის შემდეგ გაფხიკეთ ჩლიქები დანით, ხორცი დაჭერით. ნაჭრების სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს.

ჩააწყვე მთელი ხორცი ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ ხორცის დაფარვიდან 5-7 სანტიმეტრი იყოს. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. არ გამოგრჩეთ ეს მომენტი, თორემ ჩაგექაფებათ. გამუდმებით მოხადეთ ქაფი.

ახლა დაუწიეთ ცეცხლზე მინიმუმამდე და გააჩერეთ 4-5 საათი. პერიოდულად ჩახედეთ ქვაბს, ამოურიეთ, მაგრამ წყალი არ დაუმატოთ!

ამ ხნის განმავლობაში ბულიონში ჩაუმატეთ შავი პიპილის მარცვლები, დაფნის ფოთლები, 1 ჩ.კ ქვის მარილი, გაუფცქვნელი და დაუჭრელი ბოსტნეული. სტაფილი, ხახვი, ოხრახუშის ძირები. ხახვის ფურცელი კერძს შემდგომში განსაკუთრებულ, ოქროსფერს მიანიჭებს.
ბოსტნეულის ჩაყრიდან ხორცი კიდევ 1-1,5 საათი ხარშეთ.

ახლა გამორთეთ ცეცხლი, ამოიღეთ ქაფქირით ხორცი, ბულიონი გაწურეთ სუფთა მარლაში, ბოსტნეული გადაყარეთ. როცა ხორცი გაცივდება, ხელით გაარჩიეთ ძვლებისგან. გაატარეთ ნიორი და შეურიეთ ხორცში.

ამ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ ბულიონს მოხადოთ ზედმეტი ცხიმი. ეს ძალიან მარტივი იქნება ქაღალდის ხელსახოცით: დააფარეთ ბულიონის ზედაპირს და მაშინვე აიღეთ. გაიმეორეთ მანიპულაცია რამდენჯერმე სუფთა ხელსახოცებით.

კიდევ დაუმატეთ ბულიონს მარილი და პილპილი გემოვნებით.

მოხარშეთ კვერცხი და გააცივეთ.

იმისათვის, რომ ლაბა ორიგინალური გამოგივიდეთ, მოამზადეთ პატარა ფორმები (გამოდგება კექსის სილიკონის ფორმებიც). თითოეული ფორმის ფსკერზე ჩადეთ კვერცხის ნახევარი, შემდეგ დაჭრილი ხორცი და დაასხით ბულიონი. შედგით "ხალადეცი" მთელი ღამით.