ჩავასხათ ბადაგი ბლენდერში, დავუმატოთ ფქვილი და ავთქვიფოთ, სანამ ბოლომდე კარგად გაიხსნება. შემდეგ გადავიტანოთ სქელძირიან ქვაბში, დავგდათ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. როცა ადუღდება და გასქელდება, დავუმატოთ შაქარი გემოვნებით. ვადუღოთ 3-5 წთ და მზადაა. მზა თათარა ამოვიღოთ სასურველ ფორმებში (მე სილიკონი გამოვიყენე) და მოვრთოთ ნიგვზის ლებნებით.