მარტივად მოსამზადებელი ტრადიციული თათარა
მარტივად მოსამზადებელი ტრადიციული თათარა
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

სადესერტოდ მოსამზადებელი თათარა ჩურჩხელის თათარაზე მალე კეთდდება. გარდა ამისა, შრომა შეგვიძლია გავიმარტივოთ ბლენდერით და სწორედ ამიტომ გთავაზობთ ამ ნუგბარის მარტივ რეცეპტს. თუ ბადაგი არა გვაქვს, ავიღოთ ყურძნის ახალგამოწურული წვენი და ვადუღოთ, სანამ განახევრდება.

ინგრედიენტები

  • ბადაგი - 1 ლ
  • პურის ფქვილი - 50 გ
  • შაქარი - გემოვნებით
  • ნიგოზი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

ჩავასხათ ბადაგი ბლენდერში, დავუმატოთ ფქვილი და ავთქვიფოთ, სანამ ბოლომდე კარგად გაიხსნება. შემდეგ გადავიტანოთ სქელძირიან ქვაბში, დავგდათ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. როცა ადუღდება და გასქელდება, დავუმატოთ შაქარი გემოვნებით. ვადუღოთ 3-5 წთ და მზადაა.

მზა თათარა ამოვიღოთ სასურველ ფორმებში (მე სილიკონი გამოვიყენე) და მოვრთოთ ნიგვზის ლებნებით.
 

ტეგები:
ტკბილეული ბადაგი კახეთი ნანახია: 17506