მომზადების წესი:მოხარშეთ მუხუდო ან ლობიო მარილწყალში, გადაუქციეთ წყალი.გააკეთეთ პიურე მუხუდოსგან (ლობიოსგან) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (ეს იქნება კატლეტის ფარში).მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო ზეთში 10-15 წუთი.დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და სტაფილო მომზადებულ პიურეს, კარგად აურიეთ დაუმატეთ სანალებლები გემოვნების მიხედვით.გააკეთეთ "ფარშისგან" კატლეტის ფორმები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.დაჭერით ყაბაყი წრეებად და შეწვით 15 წუთი ზეთიან ტაფაზე.ჰამბურგერის პურები გაჭერით შუაზე (სურვილისამებრ ცოტაოდენ ზეთში შეწვით ტაფაზე, რათა კნატუნა კანი ჰქოდნეს) და თითოეულ ნაჭერს წაუსვით ტომატის სოუსი.დაადეთ სალათის ფურცელი, ზემოდან მუხუდოს კატლეტი (თუ გსურთ, კატლეტსაც მოასხით ტომატის წვენი). შემდეგ დაადეთ ყაბაყის ნაჭერი, პომიდვრის ნაჭერი, ყველის ფირფიტა და დაადეთ პურის მეორე ფენა.ახლა კი დატკბით უგემრიელესი ჰამბურგერით ისე, რომ არ ავნოთ ჯანმრთელობას! შეგიძლიათ წაიღოთ თან სამსახურში ან ბავშვებს გაატანოთ სკოლაში, სადილად კარგად დანაყრდებით.