მომზადების წესი:გაფცქვენით მანდარინი და დააქუცმაცეთ ბლენდერით. მანდარინის მასა გაატარეთ საცერში, რათა ქსოვილური ნაწილები არ გაყვეს.ჯამში ათქვიფეთ შედედებული რძე, ნაღები და მანდარინის მასა. დაუმატეთ ვანილი გემოვნებით.ჩაასხით ნაყინი პატარა ფორმებში და შედგით მაცივარში. რამდენიმე საათში ამოურიეთ მასას, იმისათვის, რომ ერთგვაროვანი იყოს მასა. ძალიან ლამაზი იქნება თუკი ნაყინს ფორთოხლის კანებისგან გაკეთებულ კალათებში ჩაასხამთ. ძალიან სადღესასწაულო იქნება! შეგიძლიათ გააკეთოთ ფორთოხლის ნაყინი იგივე წესით.