დავიწყებული რეცეპტი: შოკოლადის ძეხვი
დავიწყებული რეცეპტი: შოკოლადის ძეხვი
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

გახსოვთ ეს ტკბილეული, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდებოდა და ძალიან სწრაფადვე იჭმებოდა? ყველაზე რთული აქ ლოდინი იყო, ლოდინი იმის, როდის გაცივდებოდა მაცივარში შოკოლადის ძეხვი და როდის დაიჭრებოდა.
მოდი, გავიხსენოთ ეს დავიწყებული გემო და გავახაროთ ოჯახის წევრები თბილი ჩაით და უგემრიელესი დესერტით.
 

ინგრედიენტები

  • კაკაო - 2 ს/კ
  • კარაქი - 200 გ
  • რძე - 0,5 ჭიქა
  • ნიგოზი ან თხილი - 100 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ
  • შაქარი - 1 ჭიქა
მომზადების წესები

მომზადების წესი:

დაფხვენით ორცხობილა ხელით, ან ცომის გასაბრტყელებლით, ნიგოზი/თხილი დაჭერით დანით.

დაჭერით კარაქი, გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ რძე, შაქარი და კაკაო.

დადგით დაბალ ცეცხლზე შოკოლადის მასა და ურიეთ შაქრის ბოლომდე გახსნამდე, თუმცა არ აადუღოთ.

მიღებული შოკოლადის სოუსი დაასხით დაფხვნილ ორცხობილასა და ნიგვზის მასას.

ყველაფერი კარგად აურიეთ – უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი შოკოლადის მასა.

გაანაწილეთ ძეხვის მასა 2 ნაწილად, თითოეულისგან საკვების ცელოფანზე გააკეთეთ ძეხვის ფორმა, გაახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

შენიშვნა: ნიგვზის, ან თხილის დამატება ძეხვში აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ორცხობილა. ამ შემთხვევაში ნიგვზის რაოდენობა დაუმატეთ ორცხობილის რაოდენობას.

როცა ძეხვი კარგად შეიკვრება, გამოიღეთ მაცივრიდან, მოხსენით ცელოფანი და დაჭერით პატარა მრგვალ ნაჭრებად.
 

ტეგები:
შოკოლადი ძეხვი ნანახია: 52257