კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილას გული არ უნდა შეერიოს. მოვათავსოთ სუფთა, მშრალ თასში. უკეთესი იქნება თუთასს წინასწარ გავაცივვებთ მაცივარში. ჩავაყაროთ მწიკვი მარილი. კვერცხის ცილაში ჩავაწვეთოთ ლიმონისწვენი. დავიწყოთ ცილის თქვეფა მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. როდესაც ფაფუკ მასას მივიღებთ, მცირე ულუფებად ვამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ. ბეზე მზადაა, როდესაც თასის გადმოტრიალებისას მასა არ იძვრის. გათქვეფილი ცილა კოვზის ან საკონდიტრო ტომრის საშუალებით მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე მცირე ულუფებად და შევდგათ წინასწარ 90-100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ 1,5-2 საათის განმავლობაში. ცხობის დრო დამოკიდებულია ბეზეს ზომაზე. გამომცხვარი ბეზე უნდა იყოს კარგად გამომშრალი. ბეზე როდესაც გაგრილდება, მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებითა და დასპირტული ალუბლით.