მინი ტარტები ყურძნით
მინი ტარტები ყურძნით
დრო 6წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:
  • ფქვილი - 200 გ
  • მარილი - დანის წვერით
  • კარაქი - (დარბილებული) 100-120 გ
  • შაქარი - 30 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ყურძენი - მოსართავად
  • კრემი პასტიჩერა:
  • რძე - 400 მლ
  • ნაღები - 100 მლ
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • სიმინდის სახამებელი - 20 გ
  • ბრინჯის სახამებელი - 20 გ
  • შაქარი - 150 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ფქვილი და მარილი ერთმანეთს შევურიოთ. დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ მიქსერით, დავუმატოთ შაქარი და კვერცხი. ვთქვიფოთ შაქარის ბოლომდე გადნობამდე. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი. მივიღებთ შეკრულ ცომს, რომელიც უნდა გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 30 წუთი.

ტარტის ან ტარტალეტის ფორმას უდნავ მოვუსვათ ზეთი ან კარაქი. ჩავდოთ ცივი ცომი და კარგად ამოვიყვანოთ გვერდები. გადავაფაროთ საკვები ცელოფანი და გავაჩეროთ საყინულეში 15 წუთი. გამოცხობამდე დავჩხვლიტოთ ჩანგლით. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე და გამოვაცხოთ სანამ ოქროსფერს მიიღებს. მოვხარშოთ კრემი _ რძე და ნაღები ავადუღოთ, ცალკე ჯამში ავთქვიფოთ გულები, შაქარი, სახამებლები და დავუმატოთ ადუღებულ რძეს და ნაღებს. განუწყვეტლივ ვურიოთ. ადუღებიდან 2-3 წუთში კრემი მზადაა. ვაცივებთ ოთახის ტემპერატურაზე.

მოვამზადოთ თეთრი შოკოლადის განაში: 150 გ თეთრი შოკოლადი და 150 გ 35%-იანი ნაღები დავდგათ ორთქლის აბაზანაზე (იხ. გვ 71) და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას მივიღებთ. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათი ან მთელი ღამე. კარგად ჩაცივებული განაში ავთქვიფოთ მიქსერით. ამ ორი კრემის კომბინაციით ავავსოთ ტარტები. მოვრთოთ ყურძნის მარცვლებით.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ტარტი ყურძენი ნანახია: 3591