შოკოლადის ტორტი-ტრიუფელი
შოკოლადის ტორტი-ტრიუფელი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ინგრედიენტები განსაზღვრულია  დაახლოებით 20-22 სმ დიამეტრის ფორმაზე.

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფქვილი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
  • ზეთი - 1.5 ს/კ
  • მდუღარე წყალი - 1.5 ს/კ
  • კაკაო - 3 ს/კ
  • ასევე:
  • შოკოლადის ვაფლი - 60 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 70 გ
  • კარაქი - 50-100 გ
  • გულსართისთვის:
  • შავი შოკოლადი (60-70 %) - 250 გ
  • რძიანი შოკოლადი - 100 გ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 500 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ბისკვიტი:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე.

ფქვილი გაცერით და შეურიეთ კაკაო და გამაფხვიერებელი. ფქვილის მასა შეურიეთ კვერცხის მასას და ათქვიფეთ.

დაუმატეთ მდუღარე და ზეთი. კვლავ კარგად ათქვიფეთ.

გადაიტანეთ ცომი კარაქწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.

აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტის 1/2 დაამტვრიეთ და დააბლენდერეთ "პეჩენიასა" და ვაფლთან ერთად.

გაადნეთ კარაქი და შეურიეთ დაბლენდერებულ ბისკვიტებს. უნდა მიიღოთ წებოვანი მასა.
ბევრი კარაქი საჭირო არ არის, მთავარია დაფხვნილი ბისკვიტი შეიკრას. ამიტომაც რაოდენობა თავად დაარეგულირეთ.

პერგამენტჩაფენილ ფორმაში გადაიტანეთ დაფხვნილი ბისკვიტის მასა და კარგად ჩაპრისეთ. შედგით მაცივარში.

გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. ათქვიფეთ ნაღები გასქელებამდე. დაუმატეთ შოკოლადი ათქვეფილ ნაღებში და აუცილებლად მოურიეთ კოვზით და არა მიქსერით. დაასხით კრემი ბისკვიტს. შედგით მთელი ღამით მაცივარში.

ეს იმ ტორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც რაც მეტხანს გააჩერებთ მაცივარში, მით გემრიელია. ამიტომაც მოითმინეთ დილამდე.

ტეგები:
ტორტი შოკოლადი ტრიუფელი ნანახია: 10607