შტოლენი – საშობაო კექსი, რომელიც რაც უფრო დიდი ხნის არის, მით მეტად გემრიელია!
შტოლენი – საშობაო კექსი, რომელიც რაც უფრო დიდი ხნის არის, მით მეტად გემრიელია!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
შტოლენი – ტრადიციული გერმანული კექსია, რომელიც შობაზე კეთდება. მის შემდგენლობაში შედით თხილი, ჩირები და ცუკატები. ზოგიერთი მზარეული მასში პარციპანის მასას, მიხაკს და ხაჭოსაც ურევს. რაც ყველაზე საინტერესოა, კექსის ცხობას გერმენელები დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ, რადგან რაც უფრო დიდი ხნის გამომცხვარია, მით გემრიელია!

გთავაზობთ დრეზდენული შტოლენის რეცეპტს, რომლითაც ისე მოიხიბლებით, არა მხოლოდ საშობაოდ მოგინდებათ მისი გამოცხობა.

ინგრედიენტები

  • საფუვრისთვის:
  • რძე - 100 მლ
  • მშრალი საფუარი - 12 გ
  • ფქვილი - 110 გ
  • ცომისთვის:
  • კარაქი - 150 გ
  • ფქვილი - 230 გ
  • შაქარი - 45 გ
  • ქიშმიში - 225 გ
  • ნუში - 30 გ
  • ნიგოზი - 30 გ
  • 1/2 ფორთოხლის ცედრა
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • წყალი - 30 მლ
  • მწიკვი მარილი
  • მოსართავად:
  • ვანილის შაქარი - 55 გ
  • შაქრის პუდრა - 55 გ
  • გამდნარი კარაქი - 115 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ცომის საფუარი. ამისათვის რძეში გახსენით საფუარი და ფქვილი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 10 წუთი საკმაოდ თბილ ადგილას, რათა მასა გაორმაგდეს.

2. მეორე ჯამში ათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ რძეში გახსნილი საფუარი, შაქარი და ცედრა. მოზილეთ ცომი. შემდეგ დაუმატეთ მარილი და კვლავ მოზილეთ, სანამ ცომი არ გახდება რბილი და ელასტიკური.

3. აიღეთ მოზრდილი ჯამი, წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მოზეზლილი ცომი მასში, შემოაკარით ცელოფანი და გააჩერეთ ცომი 20 წუთი თბილ ადგილას. შემდეგ რამდენჯერმე ჩაზილეთ და კვლავ შემოაკარით ცელოფანი, ისევ გააჩერეთ თბილ ადგილას 20 წუთი.

4. 20 წუთის შემდეგ ისევ ჩაზილეთ ცომი, დაუმატეთ ქიშმიში, ნუში, ფორთოხლის კანის ცუკატები, თხილი, ნიგოზი და კვლავ მოზილეთ ცომი.

5. როცა თხილეულს და ჩირებს კარგად შეურევთ ცომს, გაყავით ის 2 ნაწილად და შეფუთეთ თითოეული ცელოფანში. გააჩერეთ 5-10 წუთი.

6. ახლა გააბრტყელეთ ცომი 4-5 სმ სისქეზე. გაბრტყელებული ცომის შუა ნაწილში გააკეთეთ ჩაღრმავება. იხ. ფოტო. და გადმოკეცეთ ერთი კიდე, ოღონდ არა ბოლომდე, არამედ 1/3-ით.

7. გამოსაცხობ ტაფაზე დააფინეთ ფოლგა ან პერგამენტი (ფოლგით შეგიძლიათ ფორმებიც გააკეთოთ და ჩადეთ მასში შტოლენი, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ან სველი ჩაის ტილო და გააჩერეთ 45 წუთი.

8. ათქვიფეთ კვერცხი, წყალი, მწიკვი მარილი და წაუსვით ეს მასა კექსებს. აცხვეთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

9. გამოიღეთ გამომცხვარი შტოლენი და გააცივეთ. შემდეგ წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ შაქრის პუდრაში არეული ვანილის შაქარი.

ტეგები:
კექსი საშობაო ნანახია: 6506