დრო
1წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ტორტილლა - ესპანური კერძია, რომლის მომზადებასაც ბევრი პროდუქტი არ სჭირდება. იგი წარმოადგენს კარტოფილის ერთგვარ ღვეზელს, რომელსაც ატანენ სალათებსა და სხვა კერძებს.
ინგრედიენტები
- კარტოფილი, მოხარშული - 800 გ
- ხახვი - 2-3 თავი
- კვერცხი - 6 ცალი
- ზეითუნის ზეთი - 8 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
კარტოფილი დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად, ხახვი – წვრილად. ტაფაზე გავაცხელოთ 4 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ კარტოფილი, ხახვი და 20-25 წუთი საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ.
კარტოფილი ძალიან არ უნდა დაიბრაწოს. დავუმატოთ მარილი და პილპილი.
კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ ხახვისა და კარტოფილის მასა და 1 საათი დავტოვოთ ასე.
ტაფაზე გავაცხელოთ 4-5 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ კვერცხისა და კარტოფილის მასა და 5-8 წუთი საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ (არ ამოვურიოთ).
ტაფას დავადოთ მისივე დიამეტრის თეფში, ამოვატრიალოთ ტორტილლა და მეორე მხრიდანაც დავბრაწოთ.
ჟურნალი "გემრიელია"