მომზადების წესი:სახამებელი გახსენით 1 ჭიქა რძეში. დანარჩენი რძე ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ შოკოლადი და გააჩერეთ ცეცხლზე იმდენ ხანს, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება.შემდეგ დაუმატეთ შოკოლადიან მასას სახამებლიანი რძე და კარგად აურიეთ. არ გადმოდგათ ცეცხლიდან იქამდე, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ გამორთეთ, ჩაასხით ფინჯნებში და მიირთვით.