ბლანტი და ძალიან არომატული ცხელი შოკოლადი
ბლანტი და ძალიან არომატული ცხელი შოკოლადი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
სწორედ ის დროა, მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი, გავეხვიოთ პლედში და საყვარელ ადამიანთან ერთად საყვარელ ფილმს ვუყუროთ.

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ლ
  • შავი შოკოლადი - 200 გ
  • კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 2-3 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

სახამებელი გახსენით 1 ჭიქა რძეში. დანარჩენი რძე ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ შოკოლადი და გააჩერეთ ცეცხლზე იმდენ ხანს, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება.

შემდეგ დაუმატეთ შოკოლადიან მასას სახამებლიანი რძე და კარგად აურიეთ. არ გადმოდგათ ცეცხლიდან იქამდე, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ გამორთეთ, ჩაასხით ფინჯნებში და მიირთვით.

ტეგები:
რძე შოკოლადი ცხელი შოკოლადი ნანახია: 9835