სალათა "საშობაო გირლანდა"
სალათა "საშობაო გირლანდა"
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს მსუბუქი ბოსტნეულის სალათა ნამდვილად დაამშვენებს საახალწლო სუფრას. მის მოსამზადებლად განსაკუთრებული ინგრედიენტები არ დაგჭირდებათ. მარტივია...

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • კიტრი - 1 ცალი
  • დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა
  • კომბოსტო - 1/2
  • მაიონეზი
  • მარილი და პილპილი
  • მოსართავად:
  • ოხრახუში
  • ზეთისხილი
  • სტაფილო
მომზადების წესები
მომზადების წესი:

სიმინდს შეურიეთ წმინდად დაჭრილი კომბოსტო, პატარა კუბიკებად დაჭრილი კიტრი და ბულგარული წიწაკა. შემდეგ მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი.

სალათა ლანგარზე დადეთ წრის ფორმით. დაფარეთ მთლიანად ოხრახუშით. სტაფილო დაჭერით გრძელ, თხელ ზოლებად და დაადეთ ოხრახუშის ზემოდან ლენტებივით.

მაიონეზით მოხატეთ ორნამენტი. მორთეთ ზეთის ხილით და წრეებად დაჭრილი წიწაკებით.

ტეგები:
სალათა საშობაო ნანახია: 9969