მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე და ჩიზქეიქის ფორმას წაუსვით გამდნარი კარაქი.ჯერ ვამზადებთ ბისკვიტს. ამისათვის საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ დაქუცმაცებული ნუში, კრეკერი, ვაფლი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ ყველაფერი და გადაიტანეთ მიღებული მასა მომზადებულ ფორმაში. ძლიერი დაწოლით გაანაწილეთ მასა ფორმის ფსკერზე და გაუკეთეთ ჩიზქეიქისთვის ბორტები.ახლა გავაკეთოთ გულსართი. ამისათვის ათქვიფეთ ნაღების ყველი ბლენდერით ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ შაქარი და კვლავ ათქვიფეთ. სათითაოთ შეათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ ფქვილი, ვანილი, ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ. ოდნავ დაარტყით ჯამი მაგიდას, რათა მასა გათავისუფლდეს ჰაერის ბუშტუკებისგან.გადაიტანეთ გულსართი ბისკვიტზე, გაანაწილეთ თანაბრად. შედგით ღუმელში ნახევარი საათით.გამორთეთ ღუმელი, მაგრამ ჩიზქეიქი დატოვეთ იქვე 1 საათით.გამოიღეთ ჩიზქეიქი ღუმელიდან და აცადეთ გაგრილდეს, სანამ მაცივარში შედგამდეთ. მაცივარში მან 12 საათი უნდა დაჰყოს.მოამზადეთ მოცვის მოსასხმელი. ამისათვის კენკრა, ლიმონის წვენი, შაქარი და ცედრა მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთი, თან შეუჩერებლად ურიეთ. დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და ხარშეთ იქამდე, სანამ სოუსი ცოტათი არ გასქელდება. გამორთეთ, შეაგრილეთ და მოასხით ჩიზქეიქს ზემოდან.