ლორითა და ყველით დაფარშული ქათამი. კერძი ნამდვილი გურმანებისთვის!
ლორითა და ყველით დაფარშული ქათამი. კერძი ნამდვილი გურმანებისთვის!
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
სადღესასწაულო სუფრა ფრინველის ხორცის გარეშე წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თუ ის ასე პიკანტურად და ორიგინალურად არის მომზადებული.

ინგრედიენტები

  • ქათამი - 1 ცალი
  • ლორი - 100 გ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 100 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ნაღები - 3-4 ს/კ
  • პური ბატონი - 4 ნაჭერი
  • ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • ოხრახუში - 4 ღერი
  • რძე - 1/2 ჭიქა
  • მაიონეზი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
გარეცხეთ ქათამი, ფრთხილად გააცალეთ კანი ისე, რომ კანი დარჩეს მთლიანი ფეხებისა და ფრთების ბოლოებით.
გააცალკევეთ ხორცი ძვლებისგან და გაატარეთ ხორცისსაკეპ მანქანაში.
დაალბეთ ბატონის პური რძეში და გააჩერეთ, რომ გაფუვდეს. დაჭერით ლორი წვრილ ჩხირებად, წიწაკა – კუბიკებად. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. წვრილად დაჭერით ოხრახუში.
შეურიეთ ქათმის ფარშეს ლორი, ყველი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი, გაწურული ბატონი. დაუმატეთ კვერცხი, ნაღები, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი ქათმის კანს შიგნიდან, ჩადეთ შიდა მხრიდან ქათმის ფარში. გაკერეთ ნემსითა და ძაფით ან ჩაარჭვეთ კბილის ჩხირები კანზე.
ქათამს გარედან წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ პილპილი და მარილი. შეუკარით ფეხები და ხელები.
გადაიტანეთ უკვე დაფარშული ქათამი ღუმელის ცხიმწასმულ ტაფაზე. შედგით 160-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1.5 საათით. პერიოდულად მოასხით ქათამს ზემოდან თავისივე გაშვებული წვენი.
იმისათვის, რომ ლამაზად დაიბრაწოს კანი, მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე აუწიეთ გაზს.
მიიტანეთ სუფრასთან დაჭრილი.. გემრეიელია, როგორც ცხელი, ასევე ცივი.

ტეგები:
ქათამი ლორი ყველი ნანახია: 22615