მომზადების წესი:ვაკეთებთ 6 ბისკვიტს, თითოეულისთვის 1 კვერცხი, 1 კოვზი შაქარი და 1 კოვზი ფქვილი იქნება საჭირო. ათქვიფეთ თითოეული ბისკვიტისთვის საჭირო ინგრედიენტები ცალ-ცალკე და გამოაცხვეთ სათითაოდ.ახლა მოამზადეთ ლიმონის კრემი. ამისათვის ადუღებამდე მიიყვანეთ ლიმონის წვენი, ცედრა და შაქარი. ათქვიფეთ კვერცხი და წვრილ ნაკადად ჩაუშვით მასში ცხელი ლიმონის წვენი. დადგით მიღებული მასა დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ კიდევ 5 წუთი (თან განუწყვეტლივ ურიეთ), მიიყვანეთ გასქელებამდე, შემდეგ კი გადაასხით სუფთა ჭურჭელში, გადააკარით საკვების შესაფუთი ცელოფანი და გააცივეთ...თითოეულ ბისკვიტს წაუსვით გაციებული ლიმონის კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.ზედა ბისკვიტს არ წაუსვათ ლიმონის კრემი, მას და გარედან მთლიანად ტორტს წაუსვით ჟელატინთან ერთად ათქვეფილი ნაღები. ამის ზემოდან კი წაუსვით ლიმონის მასა.180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევარდისფრებამდე მოხალეთ ნახევარი ჭიქა ქოქოსის ფანტელი. გააგრილეთ და შემდეგ მოაყარეთ ტორტს მთლიანად. დაგვეთანხმებით, სადღესასწაულოდ გამოიყურება. ასე რომ, ეს კიდევ ერთი მშვენიერი რეცეპტია საახალწლოდ.