კარტოფილის მობრაწულა
კარტოფილის მობრაწულა
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
კარტოფილითა და ყველით მომზადებული ეს გემრიელი მობრაწულა განსაკუთრებით პატარებს მოეწონებათ. მას ჩვენი ფანტაზიით შეგვიძლია დავუმატოთ სხვადასხვა ბოსტნეული - ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, სატაცური და სხვა.

თუ ნაღები არა გვაქვს, მის ჩანაცვლებას თავისუფლად შევძლებთ ცხიმიანი რძით. პარმეზანის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ცხიმიანი ყველი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 1 ჭ
  • კვერცხი - 3
  • ყველი პარმეზანი - 1/2 ჭ
  • ნაღები - 200 გ
  • კარტოფილი - 4-5
  • მარილი
  • კარაქი - 1-2 ს.კ
მომზადების წესები
ფორმას წავუსვათ კარაქი. კარტოფილი გავფცქვნათ და ძალიან თხელ, მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. თუ ნაჭრები სქელი იქნება, მომზადებას ვერ მოასწრებს.

ნაღები, კვერცხი და მარილი ერთად მოვათავსოთ ჭურჭელში და გავთქვიფოთ.

ფორმის ძირზე ერთ ფენად დავაწყოთ კარტოფილი, ზემოდან კი ყველი მოვაყაროთ. ასე გავაკეთეთ რამდენიმე ფენა. ცოტა ყველი მოვიტოვოთ.

ბოლო ფენას მოვასხათ ნაღები და დარჩენილი ყველი მოვაყარეთ. შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ მანამ, სანამ ზემოდან არ მოიბრაწება. სუფრასთან მივიტანოთ არაჟანთან ერთად.



ტეგები:
კარტოფილი ნაღები რძე ყველი ნანახია: 63513