სპაგეტი ხორცის ბურთებით ტომატის სოუსში
სპაგეტი ხორცის ბურთებით ტომატის სოუსში
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხახვი - 1 თავი
  • საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • ტომატპასტა - 2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი
  • სპაგეტი - 400 გ
  • ზეთი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

სპაგეტი:
გაავსეთ წყლით ქვაბი, დადგით ცეცხლზე. დაიმახოვრეთ სპაგეტის მოხარშვის ოქროს პროპორცია: 1000 მლ წყალზე/100 გ სპაგეტი/10გ მარილი.

ხორცის ბურთები:
დაჭერით წვრილად ხახვი, შეურიეთ ხორცის ფარშს, დაუმატეთ მარილი და პილპილი, კვერცხი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გააკეთეთ ბურთები. ამოავლეთ ფქვილში.

თაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ხორცის ბურთები, დაუმატეთ პომიდორი და ცოტა ხანს შუშეთ. გახსენით ტომატის პასტა წყალში და დაუმატეთ ხორცის მასას. მოაყარეთ სანელებლები: პილპილი, მარილი, შეგიძლიათ ხმელი ქონდარიც დაუმატოთ, მოუხდება.

სპაგეტი მოხარშეთ, გადაწურეთ, დაუმატეთ სულ ცოტა ზეითუნის ზეთი ან კარაქი (თქვენი სურვილისამებრ), მოაყარეთ ცოტა მარილი და მოასხით ტომატის სოუსში ჩაწყობილი ხორცის ბურთები.

ტეგები:
სპაგეტი ტომატის სოუსი ნანახია: 10942