ხრაშუნა კარტოფილის კოშკები: მხიარული საუზმე ბავშვებისთვის!
ხრაშუნა კარტოფილის კოშკები: მხიარული საუზმე ბავშვებისთვის!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
არ იცი, რითი გაანებივრო შვილები?! გთავაზობთ მოუმზადოთ კერძი, რომელიც ჯერ არ გაუსინჯავთ – გამომცხვარი კარტოფილის კოშკები. შიგნით ნაზი, გარედან კი ხრაშუნა – გამორიცხულია, პატარებმა უარი თქვან ასეთ კერძზე.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • კარაქი - 6-8 კოვზი
  • მარილი და პილპილი
  • ხმელი ქონდარი
  • ნიორი - 1 კბილი
  • კექსების გამოსაცხობი ფორმა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაფცქვენი კარტოფილი და დაჭერით თხელ წრეებად.

გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. პატარა ჯამში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ქონდარი და ნიორი.

ღრმა ჯამში ჩაყარეთ კარტოფილი და აურიეთ ნაწილ კარაქის მასაში, მარილსა და პილპილში.

დარჩენილი გამდნარი კარაქის მასა წაუსვით ფორმებს და დაიწყეთ მასში კარტოფილის ფირფიტების ჩალაგება. ააგეთ კოშკი ისე, რომ მისი კენწერო კექსის ფორმის ოდნავ მაღლა აღმოჩნდეს.

გადააფარეთ ფორმას ფოლგა და შედგით ღუმელში 30 წუთით.

30 წუთში გამოიღეთ ღუმელიდან ფორმა და ფრთხილად ამოიღეთ ნიჩბით კოშკები, გადაიტანეთ ტაფაზე და კვლავ აცხვეთ 15 წუთი, დაბრაწვამდე. ოღონდ ახლა უკვე 230 გრადუსზე.

ტეგები:
კარტოფილი საუზმე ნანახია: 4529