ორიგინალური და მარტივი სალათა მაკარონითა და ტუნათი
ორიგინალური და მარტივი სალათა მაკარონითა და ტუნათი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
მარტივი, ჯანსაღი და გემრიელი სალათა ძალიან სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ლიმონის ცედრა - 1/2 ჩ/კ
  • სალათის ფოთლები - 5-6 ფოთოლი
  • პამიდორი ჩერი - 150 გ
  • მაკარონი - 250 გ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ზეთისხილი, უკურკო - 20 ცალი
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • თავისივე წვენში დაკონსერვებული ტუნა - 350 გ
  • რეჰანი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში, გადაწურეთ და გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და აურიეთ.

გახსენით ტუნას კონსერვი, გადაასხით წვენის დიდი ნაწილი, ტუნა ჩანგლით დააქუცმაცეთ. დაუმატეთ მაკარონს.

მოამზადეთ მოსასხამი: გაფცქვენით ნიორი და დაჭყლიტეთ, ან გახეხეთ. პატარა ჭურჭელში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, ლიმონის წვენი და ცედრა, მარილი და პილპილი.

მოასხით სალათს მოსასხამი, აურიეთ და გადაიტანეთ სალათის ფურცლებდაფენილ თეფშზე. გააფორმეთ პომიდვრებით და რეჰანის ფურცლებით.

ტეგები:
სალათა მაკარონი ნანახია: 7107