შოკოლადის ბრაუნი ჭიქაში
შოკოლადის ბრაუნი ჭიქაში
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
კექსები ჭიქაში ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ძალიან გემრიელი გამოდის და ლამაზიც. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ არის, - ჭიქა, მიკროტალღური ღუმელი და მარტივი პროდუქტები.

ინგრედიენტები

  • კარაქი - 2 ს/კ
  • შაქარი - 2 ს/კ
  • ყავისფერი შაქარი - 1 ს/კ
  • კაკაო - 1 ს/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი - 0,5 ჩ/კ
  • ფქვილი - 4 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1/4 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • გახეხილი შოკოლადი - 2 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ჩადეთ კარაქი დაახლოებით 250 მლ-იან ჩაის ჭიქაში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 10-20 წამი, სანამ არ გადნება.

შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და დაუმატეთ ორივენაირი შაქარი, კარგად ათქვიფეთ ჩანგლით. დაუმატეთ კვერცხის გული და ვანილის ექსტრაქტი და კვლავ ათქვიფეთ.

ჩაუმატეთ ფქვილი, მარილი და კიდევ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შეურიეთ ცომში გახეხილი შოკოლადის ნახევარი.

აცხვეთ ბრაუნი მიკროტალღურ ღუმელში 50 წამი, 600 ვტ-ზე, 30 წამი – 800 ვატზე, ან 25 წამი – 1000 ვატზე. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი შოკოლადი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში 30 წამით.

შემდეგ გააგრილეთ კექსი 15 წამის განმავლობაში და მიიტანეთ სუფრასთან.

ტეგები:
კექსი ბრაუნი ჭიქა ნანახია: 6090