კომბოსტოს კატლეტი
კომბოსტოს კატლეტი
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ კერძის მოსამზადებლად რეკომენდებულია ახალი, ქორფა კომბოსტო. მისი ნედლი ფოთლები უფრო არომატული და ნაზია.

კომბოსტოს გულში შეგვიძლია მოვათავსოთ სხვადასხვა გულსართი – ყველი, ლორი, მოშუშული ბოსტნეული, ხორცი და სხვა.

ინგრედიენტები

  • კომბოსტოს ფოთლები - 12 ცალი
  • კვერცხი - 1-2
  • საფანელი - 2 ს.კ
  • ყველი პარმეზანი - 1 ს.კ
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კომბოსტოს ფოთლები მარილიან მდუღარე წყალში მოვწალოთ, გადავწუროთ და შევაშროთ.

კვერცხი გავთქვიფოთ მარილთან და პილპილთან ერთად.

საფანელში ავურიოთ გახეხილი პარმეზანი.

კომბოსტოს ფოთლები სათითაოდ გადავახვიოთ რულეტივით და ამოვავლოთ ჯერ კვერცხში შემდეგ ყველისა და საფანელის ნარევში.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ რულეტები.

ტეგები:
კომბოსტო ყველი კატლეტი ნანახია: 49038