მკითხველის რეცეპტი: სამარხვო გოგრის სუფი
მკითხველის რეცეპტი: სამარხვო გოგრის სუფი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღუმელში შემწვარი ან მოხარშული გოგრა - 4-5 საშუალო ნაჭერი
  • მაიონეზი (სამარხვო) - 1 ს/კ
  • ზეთი - 1-2 ს/კ
  • დაფნის ფოთოლი
  • ხმელი რეჰანი
  • უცხო სუნელი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

შემწვარი ან მოხარშული გოგრა მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ მაიონეზი, უცხო სუნელი, ხმელი რეჰანი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გავათხელოთ წყლით, ისე, რომ მივიღოთ თხელი პიურეს კონსისტენცია.

დაბალ ცეცხლზე, ზეთში მოვშუშოთ ხახვი, ნიორი და დაფნის ფოთოლი ერთად და დავუმატოთ დაბლენდერებული გოგრის მზა მასა, წამოვადუღოთ და გემრიელი კერძი მზადააა.
სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ გოგრის მოხალული თესლი.
ტეგები:
გოგრა სუფი ნანახია: 4386