ბროკოლის ფხალი – მარტივი და სასარგებლო სამარვხო კერძი
ბროკოლის ფხალი – მარტივი და სასარგებლო სამარვხო კერძი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბროკოლი - 400 გ
  • ნიგოზი - 1 ჭიქა
  • მწვანე ხახვი - 1-2 კონა
  • ძმარი ან ლიმონის წვენი - 2-3 ს/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოხარშეთ ბროკოლი მარილწყალში, იქვე დაუმატეთ ლიმონის წვენი ან ძმარი და ხარშეთ 5 წუთი. შემდეგ გადაწურეთ ბროკოლი და გადაავლეთ კომბოსტოს ცივი წყალი.
როცა კომბოსტო საწურზე მთლიანად დაიწურება, გაატარეთ (ან დააბლენდერეთ), შემდეგ გაატარეთ ნიგოზი.
გატარებული ნიგოზი და კომბოსტო აურიეთ ერთმანეთში, დააჭერით ხახვი (თუ მწვანე ხახვი არ გაქვთ, ჩვეულებრივი გამოიყენეთ), ნიორი, დაუმატეთ მარილი, ცოტა წიწაკა და 1 ან 2 ს/კ ძმარი ან ლიმონის წვენი. სუნელები სურვილისამებრ დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ფხალი მზად არის.

ტეგები:
ფხალი ბროკოლი ნანახია: 10874