ქვაბში გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ხახვი და კარტოფილი და 1-2 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ბულიონი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. როცა კარტოფილი კარგად მოიხარშება, ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი, გავატაროთ საცერზე ან ავთქვიფოთ ბლენდერში. მასა გადავიტანოთ ქვაბში. ცხელსვე დავუმატოთ ერთად ათქვეფილი ნაღები და კვერცხი. თან ვურიოთ, რომ არ აიჭრას. როდესაც სუპი მოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან.