ხორცის ბურთები ყველით: ჩვეულებრივი კატლეტების ორიგინალური ალტერნატივა
+ N/A
ხორცის ბურთები ყველით: ჩვეულებრივი კატლეტების ორიგინალური ალტერნატივა
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
თუკი გსურთ, ჩვეულებრივი კატლების ორიგინალური ალტერნატივა გააკეთოთ – ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

ინგრედიენტები

  • საფანელი - 1 ჭიქა
  • დაჭრილი ოხრახუში - 1 ს/კ
  • დაფქვილი წითელი წიწაკა - მწიკვი
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • სასურველი სუნელი (ქინძი, ორეგანო, ქონდარი, - 1 ს/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • წვრილად დაჭრილი ხახვი - 2 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • საქონლის ხორცის ფარში - 450 გ
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 150 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ჯამში აურიეთ ერთმანეთში საფანელი, ოხრახუში, დაფქული წიწაკა, მარილი, ორეგანო, დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი ხახვი.

დაუმატეთ კვერცხი და საქონლის ფარში. ხელით კარგად აურიეთ მასა.

გააკეთეთ მასისგან დაახლოებით 12 ცალი ბლითი, თითოეული შიგნით ჩადეთ ყველის პატარა ნაჭერი. შემდეგ გადაახვიეთ ფარში, გააკეთეთ ბურთები, როგორც ტეფტელები.

ღრმა, სქელძირიან ქვაბში ჩაასხით საკმაო რაოდენობის ზეთი. შეწვით მასში ხორცის ბურთები ოქროსფერის მიღებამდე.

ხორცის კატლები ყველის გულით მზად არის. მიიტანეთ სუფრასთან არომატული კერძი ნებისმიერ სოუსთან ერთად.

ტეგები:
ყველი კატლეტები ნანახია: 6082