ბანანი ხაჭოს ქურქში – ჯანმრთელი და უგემრიელესი დესერტი
ბანანი ხაჭოს ქურქში – ჯანმრთელი და უგემრიელესი დესერტი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბანანი - 1 ცალი
  • ხაჭო - 400 გ
  • არაჟანი - 50 გ
  • კარაქი - 100 გ
  • კაკაო - 2 ს/კ
  • რძე - 2 ს/კ
  • შაქარი - 0,5 ჩ/კ
  • ვანილის შაქარი - ერთი შეკვრა
  • თხილი ან ნიგოზი - დაქუცმაცებული
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოამზადეთ ყველა ძირითადი ინგრედიენტი. გაფცქვენით ბანანი და დააწყეთ გაშლილი ლანგარზე.

ბლენდერით ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი, ვანილის შაქარი, კარაქი.

ბანანზე კოვზით გადაიტანეთ დაბლენდერებული ხაჭოს მასა და ფაქიზად შემოახვიეთ ქურქივით.

ახლა მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. კაკაოს შეურიეთ შაქარი, რძე და კარაქი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი, თან განუწყვეტლივ ურიეთ. შეაგრილეთ და მოასხით ბანანს ხაჭოს ქურქში.

ზემოდან მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და შედგით მაცივარში 2 საათი.

ტეგები:
ხაჭო შოკოლადი ბანანი ნანახია: 7755