საქონლის ხორცის ვალინგტონი ცნობილი შეფ-მზარეულის, გორდონ რამზის რეცეპტით
საქონლის ხორცის ვალინგტონი ცნობილი შეფ-მზარეულის, გორდონ რამზის რეცეპტით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს კლასიკური ინგლისური კერძი ცნობილი შეფ-მზარეულის, გორდონ რამზის საფირმო კერძია. რთული არ არის, ყველა შეძლებთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი, რბილი - 700-800 გ
  • ქამა სოკო - 400 გ
  • ბეკონი ან ლორი - 6-8 ნაჭერი
  • ფენოვანი ცომი - 500 გ
  • მდოგვი - 1-2 ს/კ
  • კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ფქვილი - ცომის გასაბრტყელებლად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კომბაინში დააქუცმაცეთ სოკო თითქმის პიურეს სახით. გადმოიტანეთ ტაფაზე და შუშეთ სითხის სრულ ამოშრობამდე. გააგრილეთ.

გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი. საქონლის ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ყველა მხრიდან. გადმოიღეთ ცეცხლიდან, ცოტათი გააცივეთ და წაუსვით მდოგვი.

საკვები ცელოფნის პატარა ნაჭერზე მჭიდრო დააწყვეთ ლორის (ბეკონის) ნაჭრები, ისე, რომ სწორკუთხედი ფორმა შეკრას. ლორზე თანაბრად გაანაწილეთ სოკოს პიურე და შემდეგ მის შუაგულში საქონლის ხორცი მოათავსეთ. მოკიდეთ ხელი ცელოფნის კიდეს და მჭიდროდ გადაახვიეთ საქონლის ხორცი. შეუკარით ცელოფანს კიდეები, რათა დააფიქსირდეს და შედგით მაცივარში 15-20 წუთი.

ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრყელეთ ცომი სწორკუთხედად, დაახლოებით 3-4 სმ სისქეზე. მოაცილეთ საქონლის რულეტს ცელოფანი და დადეთ ცომის შუაგულში, ირგვლივ წაუსვით ცომს კვერცხის გული, მოკეცეთ კიდეები და მჭიდროდ გადაახვიეთ საქონლის ხორცი ცომში. ზედმეტი ცომი მოაჭერით.

გადაიტანეთ რულეტი გამოსაცხობ ტაფაზე ნაკეცით დაბლა და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ წაუსვით კვერცხის გული და დაუსერეთ ზედაპირი დანით.

შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი. შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 180 გრადუსამდე და კიდევ 15 წუთი აცხვეთ. გამოიღეთ ხორცი ღუმელიდან, გააგრილეთ 10-15 წუთი, შემდეგ კი დაჭერით.