დრო
50წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ფქვილი - 750-800 გ
- ლორი - 500-600 გ
- რძე - 120 მლ
- ლუდი, ღია ფერის - ოთახის ტემპერატურის, 800 მლ
- კვერცხი - 4 ცალი
- შაქარი - 2 ს/კ
- არაჟანი - 3 ს/კ
- მარილი - დანის წვერით
- ზეთი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
თავდაპირველად გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. შემდეგ გულები ათქვიფეთ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ ცოტა მარილი. ჩაასხით ლუდი და რძე, დაუმატეთ შაქარი. ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ ცილა ღრუბელივით, დაუმატეთ ძირითად მასას და კვლავ ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააჩერეთ ცომი დაახლოებით 30-40 წუთი.
შემდეგ დადგით ტაფა გაზზე. წაუსვით ზეთი და დაასხით თხლად ცომი. შეწვით ორივე მხრიდან.
დაჭერით ლორი თხელ ფირფიტებად. დააფინეთ ფირფიტები ბლინებზე, შემდეგ გადაახვიეთ მილებად. გადაიტანეთ დახვეული ბლინები თეფშზე და მორთეთ მწვანილით.