თეთრი შოკოლადის მუსი
თეთრი შოკოლადის მუსი
დრო 240წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს დახვეწილი დესერტი შეგვიძლია მივირთვათ კონიაკთან და ყავასთან ერთად. ასევე შეგვიძლია დავუმატოთ სხვადასხვა კენკრა.

ინგრედიენტები

  • რომი ან კონიაკი - 1 ს.კ
  • ნაღები მაღალპროცენტიანი - 2 ჭ
  • შაქრის პუდრა - 1/3 ჭ
  • ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ
  • თეთრი შოკოლადი, დაჭრილი (გახეხილი) - 2 ჭ
  • შავი შოკოლადი დეკორისთვის
მომზადების წესები
ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გავადნოთ თეთრი შოკოლადი და შევაგრილოთ.

ნაღები გავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად და შევურიოთ ნელ-თბილი თეთრი შოკოლადი. დავუმატოთ ასევე კონიაკი ან რომი, მოვათავსოთ სასურველ ფორმებში და 3 საათით შევდგათ მაცივარში.

გაციებული დესერტი მოვრთოთ შავი შოკოლადით და ისე მივირთვათ.


ნაღებთან არევისას შოკოლადი უნდა იყოს დამდნარი, მაგრამ არა ცხელი.


ტეგები:
ნაღები შოკოლადი დესერტი მუსი ნანახია: 33925