მომზადების წესი:ბისკვიტების გამოსაცხობად დაგჭირდებათ საცხობი ქაღალდი: ქაღალდზე დახატეთ 20 სმ დიამეტრიც წრეები, ამოჭერით ისინი, გაჭერით შუაზე, გააკეთეთ ძაბრები და დააფიქსირეთ სკრეპებით. დადგით ქაღალდის ძაბრები ვერტიკალურად, მაგალითად, ჭიქებში ნაკლები დიამტრით.ახლა შეგიძლიათ შეუდგეთ ცომის გაკეთებას.გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ჩილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამკვრივებამდე, შემდეგ დაუმატეთ ნელ-ნელა შაქარი და კვერცხის გულები. დაფქული ნუში შეურიეთ ფქვილსა და სახამებელს და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილის მასა კვერცხისას.ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომრებში და მათი მეშვეობით გაავსეთ ქაღალდის ძაბრები.აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი. შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.დანაყეთ თხილი. გაადნეთ თეთრი შოკოლადი წყლის აბაზანაზე.გაცივებულ ბისკვიტებს ფრთხილად შემოაცალეთ ქაღალდი ბასრი დანის მეშვეობით.ბისკვიტებს ფუნჭით თხელ ფენად წაუსვით გამდნარი შოკოლადი და ამოავლეთ დანაყულ თხილში.გამოიყენეთ ნებისმიერი წითელი ფერის ჯემი, რათა მორთოთ "ნაძვის ხე". ამის გაკეთება შეგიძლიათ ჩვეულებრივი, ერთჯერადი შპრიცით, ნემსის გარეშე.შაქრის პუდრა შეურიეთ ლიმონის წვენთან, მიღებული მინანქარი ჩაის კოვზით დაადეთ თითოეულ "ნაძვის ხეს".ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.