მომზადების წესი:ჯამში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ ვანილი და შაქარი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მასას ცივი რძე და კარგად აურიეთ. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ გასქელებამდე, განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გამორთეთ გაზი და აცადეთ მასას გაციება.ფქვილში გაქენით კარაქი, დაუმატეთ გაგრილებული კვერცხის მასა და მოზილეთ რბილი ცომი. თუკი ცომი ძალიან წებოვანი გამოგივიდათ, დაუმატეთ ფქვილიმომზადებული ცომი შედგით მაცივარში 15-20 წუთით, შემდეგ გააბრტყელეთ 1-1,5 სმ სისქეზე. ფორმების, ტრაფარეტბის ან უბრალოდ დანის მეშვეობით ამოჭერით ოვალები "ყურებით" – მაიმუნის სახის მსგავსები.გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე, ტაფაზე დააფინეთ პერგამენტი, დაალაგეთ მასზე "მაიმუნები" და აცხვეთ შევარდისფრებამდე. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ.ამასობაში გაადნეთ წყლის აბაზანაზე შოკოლადი. დაგჭირდებათ შედარებით მუქი და ღია მინანქარი. ამიტომაც მოსახერხებელი იქნება, თუკი გაყოფთ შოკოლადს შუაზე და ცალ-ცალკე ჯამებში გაადნობთ. ერთ-ერთ მათგანს დაუმატეთ ნაღები ან შესქელებლი რძე. შოკოლადების მინანქრის მეშვეობით მოუხატეთ ორცხობილებს სახე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. საკონდიტრო მოსაყრელით გაუკეთეთ "მაიმუნებს" ცხვირები.ბოლომდე გააციეთ ორცხობილები და მზად არის!