სადღესასწაულო სალათა "ტიტები"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოგრძო პომიდორი - 5 ცალი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 50 გ
  • ნიგოზი
  • მაიონეზი
  • მწვანე ხახვი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. უმჯობესია რომ პომიდორი მაგარი იყოს. ამოუღეთ კოვზით გულები ნახევრამდე, რათა პომიდვრის არომატიც დარჩეს სალათაში.

2. მოამზადეთ გულსართი: წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი, მოხარშული კვერცხი, ნიორი და ნიგოზი ან დააბლენდერეთ, ან გაატარეთ. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მოასხით მაიონეზი.

3.გამოტენეთ ამ გულსართით პომიდვრები, დაალაგეთ გაშლილ თეფშზე, ყლორტებად კი გაუკეთეთ მწვანე ხახვის ფოჩები.