რაშია სალათა ცეზარის უნივერსალურობისა და გემოს საიდუმლო
რაშია სალათა ცეზარის უნივერსალურობისა და გემოს საიდუმლო
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

სალათა ცეზარი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალათაა მსოფლიოში. არ არსებობს დიასახლისი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუკეთებია ცეზარი.
ამ ამერიკული კერძის პოპულარულობა მისი უნივერსალურობით აიხსნება: სალათა მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ ადგილობრივი სამზარეულოს ინგრედიენტებით – უბრალოდ შეცვალო რეცეპტში რამდენიმე ინგრედიენტი და მორჩა. გთავაზობთ კლასიკური ცეზარის რეცეპტს, თქვენ კი იფანტაზიორეთ თქვენი გემოვნებით.
 

ინგრედიენტები

  • სალათის ფოთლები - 200-300 გ
  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • ყველი პარმეზანი - 1/2 ჭიქა
  • ხმელი ქონდარი - 1/2 ჩ/კ
  • ხმელი ორეგანო - 1/2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი
  • ინგრედიენტები საკმაზისთვის
  • თეთრი პური - 3-4 ნაჭერი
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხმელი ქონდარი - 1/2 ჩ/კ
  • ხმელი ორეგანო - 1/2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი
  • სოუსისთვის:
  • ყველი პარმეზანი - 1/2 ჭიქა
  • ლიმონის წვენი - 2 ს/კ
  • ანჩოუსების ფილე - 6 ცალი
  • დიჟონის მდოგვი - 1,5 ს/კ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 1/2 ჭიქა
მომზადების წესები

მომზადების წესი:

ვამზადებთ სოუსს:

გახეხილ ყველს დაუმატეთ ანჩოუსები, მდოგვი, ნიორი და ლიმონის წვენი. დააბლენდერეთ და თან წვრილი ნაკადით ჩაუშვით ზეითუნის ზეთი.

ვამზადებთ საკმაზს:

გაცხელებულ ზეთში 30 წამის განმავლობაში მოხრაკეთ ხმელი სანელბლები და დაქუცმაცებული ნიორი. ჩაყარეთ ტაფაშივე კუბიკებად დაჭრილი პური, ურიეთ და კვლავ ხრაკეთ. გადაიტანეთ პურები ღუმელის ტაფაზე და გამოაშრეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. მოურიეთ 2-3 ჯერ.

ვამზადებთ სალათას:

მომზადებული (მოხარშული და შემდეგ შემწვარი) ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. ჯამს, რომელშიც სალათის ინგრედიენტები უნდა ავურიოთ, წაუსვით ზეთი და ჩააჭყლიტეთ ნიორი. დახიეთ სალათის ფურცლები და ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე, გახეხილი პარმეზანი და მოასხით სოუსი. ყველაფერი კარგად აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

მენიუ 2 პერსონაზე: პიცა + ცეზარი + ჩიზქეიქი ცივ ყავასთან ერთად! ეწვიეთ Dolabauri Veranda-ს და დატკბით თბილისის ულამაზესი ხედებით!

ტეგები:
სალათა ცეზარი ნანახია: 52335